
"ის რაც გამჟღავნდა დღეს, ეკლესიასთან მიმართებით, ეს არის წარმოუდგენელი მასშტაბის თვალთვალი და მისი შეფასებაც კი შეუძლებელია" - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ბოლო დღეების განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილმა ინფორმაციამ მართლა დაადასტურა ერთი რამ, რომ სახელმწიფო სუს-ის მეშვეობით ტოტალურად უსმენს საქართველოს მოქალაქეებს. ჩვენ ვნახეთ როგორ უთვალთვალებენ და როგორ ადგენენ კარტოთეკებს მასწავლებლებთან მიმართებით, სკოლის დირექტორებთან მიმართებით. მაგრამ, ის რაც გამჟღავნდა დღეს, ეკლესიასთან მიმართებით, ეს არის წარმოუდგენელი მასშტაბის თვალთვალი და მისი შეფასებაც კი შეუძლებელია, - ამბობს თამუნა კორძაია დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
ცნობისთვის, ინტერნეტ სივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. დოკუმენტებში, რომელსაც სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს, პირდაპირ არის აღწერილი კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ.