სუს-ი იწერდა ჩემს საუბრებს მღვდელმთავრებთან - ნოდარ მელაძე

გამოქვეყნდა:

როგორც ჩანს სუს-ი იწერდა ჩემს საუბრებს მღვდელმთავრებთან. არის მამა ანდრია სარიასთან, მეუფე ნიკოლოზთან და მეუფე იაკობთან ჩემი საუბარი - ამბობს "ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე სუს-ის კრებსებთან დაკავშირებით. 

"ზედმიწევნით ისმენდნენ ჟურნალისტების კითხვებს და ამის ფონზე იქნებოდა ოპერატიული ინფორმაცია.

არის შემთხვევები, როდესაც დილითვე იგებდნენ ჟურნალისტი იმ დღეს რა თემაზე მუშაობდა და ვიდრე რეპორტაჟი ეთერში გავიდოდა, მანამდე ოპერატიული ცნობა მზადდებოდა, რომ ესა და ეს ჟურნალისტი რეპორტაჟს ამზადებს ამ თემასთან დაკავშირებით" ამბობს ნოდარ მელაძე

შეგახსენებთ, ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. დოკუმენტებში, რომელსაც სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს, პირდაპირ არის აღწერილი კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი