ქართული ეკლესიის რუსული მოტივები - მეუფე გიორგი ჯამდელიანის სკანდალური ქადაგება

გამოქვეყნდა:

მეუფე გიორგი ჯამდელიანის სკანდალური ქადაგება -  მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ამბიონზე ულტიმატუმით გამოვიდა. მღვდელმთავარი ხელისუფლებისგან  მოითხოვდა, რომ მარნეულში საქართველოში დაბადებული აზერბაიჯანელი კომუნისტის, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლი აეღოთ. მღვდელმთავრის თქმით, თუკი მარნეულის მერი მის მოთხოვნას არ შეასრულებს, სასულიერო პირი უკვე  კონკრეტულ ქმედებებზე გადავა. 

მეუფე გიორგის ხმაურინია ქადაგება რეგიონში ეთნიკური შუღლის გაღვივებად მიიჩნიეს. მისმა სიტყვებმა ყველაზე მეტად  ადგილობრივი შეიხი აღაშფოთა. მუსლიმი მრევლი ამბობს, რომ ქართველმა სასულიერო პირმა ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას შეურაცხყოფა მიაყენა. შეიხი  რეაგირებას ხელისუფლებას სთხოვს.

ადგილობრივი სამოქალაქეო აქტივისტები ამბობენ, რომ მეუფე გიორგი საკუთარ ქმედებებში მარტო არ არის და მის უკან რუსული ინტერესებს ხედავენ.

 სასულიერო პირის აგრესიული გამოსვლები კი ყველაზე უფრო ადგილობრივ ოპოზიციას აშფოთებს. მათი თქმით, თუკი  მსგავსი განცხადებები ეკლესიის მხრიდან კიდევ გაგრძელდება, არ არის გამორიცხული, რომ მარნეული დიდი დაპირისპირების ეპიცენტრად იქცეს.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის სკანდალურ ქადაგებაზე საპატრიარქოს განმარტებები არ გაუკეთებია. იყო თუ არა შეთანხმებული სინოდის წევრის განცხადება ილია მეორეს სამდივნოსთან  - უცნობია. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი