მასალები საპატრიარქოს გამოუქვეყნა ხელისუფლებამ, რომ მათი მადა ჩაახშონ -კილაძე ვერსიებზე

გამოქვეყნდა:

მასალები საპატრიარქოს გამოუქვეყნა ხელისუფლებამ, რომ მათი მადა ჩაახშონ - ელისო კილაძე სუს-ის აუდიოფაილების გავრცელების ვერსიებზე "მთავარი არხის" ეთერში საუბრობს და არ გამორიცხავს, რომ ეს ყველაფერი სწორედ ხელისუფლების დაგეგმილია და მიზნად ისახავს ეკლესიის დისკრედიტაციას, რადგან კვლევებით, ამ  ინსტიტუციას ყველაზე მაღალი ნდობა აქვს  

"აქ შეიძლება გამოითქვას ვარაუდები. საპატრიარქო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ რაღაც სერიოზული პრეტენზიებით იყო ხელისუფლებასთან, რაღაცაზე ვერ შეთანხმდნენ, გამოუქვეყნეს მასალები და გამოუქვეყნა ხელისუფლებამ, რომ მათი მადა ჩაახშონ" - ამბობს კილაძე "დღის სტუმარში" საუბრისას.

კილაძის თქმით, "ამ მასშტაბის გაჟონვის" მას არ სჯერა და ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ კრებსებში ხშირად ფიგურირებს პატრიარქის მომვლელი:

"აქ არის გაშიფრული ეკლესიაში ჩანერგილი სუს-ის აგენტები სრული შემადგენლობით. ჩემთვის ძალიან საყურადღებოა, რომ ყველაზე ხშირად ამ კრებსებში ფიგურირებს ბატონი ჭინჭარაული, მამაო თუ მეუფე, როგორ უნდა მოვიხსენიო არ ვიცი, რომელიც უვლის პატრიარქს. ეს არის ძალიან ნიშანდობლივი ამბავი" ამბობს ელისო კილაძე "დღის სტუმრის" ეთერში საუბრისას.

შეგახსენებთ, ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. დოკუმენტებში, რომელსაც სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს, პირდაპირ არის აღწერილი კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი