ტოტალური კონტროლი და მიყურადება. გვისმენენ, გვიღებენ, აარქივებენ და გვაშანტაჟებენ. საქართველოში აღარ არსებობს სივრცე, სადაც ოლიგაქრის სუს-ის საცეცები არ წვდება. ინტერნეტსივრცეში გაჟონილი ათასობით ფაილიდან ცნობილი ხდება პირველ რიგში მაღალი ეირარქიის სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების პირადი და საქმიანი ცხოვრების დეტალები.
კონტაქტები, სექსუალური ორიენაცია - სუს-ს აინტერესებს ყველაფერი და ჩანაწერები რეჟიმის მთავარი იარაღია ეკლესიის წინააღმდეგ. ეს უტყუარი მტკიცებულებაა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მმართველი პარტიისა და შესაბამისად ოლიგარქ ივანიშვილის პირად სამსახურად არის ქცეული.
კითხვების მთავარმა ადრესატმა ძალოვანმა უწყებამ დღეს დუმილი ამჯობინა. გამოძიების დაწყების ნაცვლად კი "ოცნების" მაღალჩინოსნები მთელი დღის განმავლობაში ისრების გადატანას ცდილობდნენ და ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობაში მედიას ადანაშაულებდნენ.