
ეს ბიჭი ეხლა ბევრის უფლებებისთვის იბრძვის - ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი საერთო ოპოზიციიდან, ელენე ხოშტარია დასუფთავების სამსახურის ყოფილ თანამშრომელთან, ირაკლი ბაღდავაძესთან დაკავშირებით წერს.
დასუფთავების სამსახურის ირაკლი მეორე ღამეა ივანიშვილის სახლთან პროტესტის ნიშნად ზის. კალაძეს თბილად ძინავს და გონია რომ დღეს ამ ბიჭზე მეტი ძალა აქვს. სინამდვილეში დრო აჩვენებს ვის აქვს ძალა. ძალიან დასაფასებელია ეს შეუპოვრობა. ეს ბიჭი ეხლა ბევრის უფლებებისთვის იბრძვის. სამწუხაროდ მარტოა ეხლა, მაგრამ მართალი და ძლიერი. ბევრჯერ ყოფილა ერთი კაცის პროტესტს მერე ან კინოში გადაღებულს ან წიგნში წაკითხულს აღფრთოვანებით შეცქერიან.
პროცესი რთულია, შედეგი საამაყო. ნებისმიერი ადამიანის ყურადღება მის მიმართ ძალიან მნიშვნელოვანია. ვისაც მოგინდებათ მომწერეთ პირადში და ნომერს მოგწერთ. უბრალოდ რომ გაამხნევოთ, - წერს ხოშტარია.