ანა წითლიძემ "ოცნების" მხრიდან ენმ-ს მხარდამჭერის დაშინებისა და ზეწოლის ფაქტებზე პროკურატურას მიმართა

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ანა წითლიძემ პარტიის მხარდამჭერის, რევაზ გვილიას დაშინებისა და ზეწოლის ფაქტებზე პროკურატურას მიმართა და მტკიცებულების სახით აუდიო-ვიდეო ჩანაწერი გადასცა.

წითლიძის თქმით, მასალა ამტკიცებს, რომ  რევაზ გვილია "ქართული ოცნების" შტაბში მიიყვანეს და მასზე ზეწოლა განახორციელეს. გვილია ზეწოლაში ზუგდიდის მერობის კანდიდატს მამუკა წოწერიასა და მმართველი პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, მერაბ ქვარაიას ადანაშაულებს.

"მე დღეს მივმართე საქართველოს პროკურატურას, დაიწყონ გამოძიება ყულიშყარში ჩვენი მხარდამჭერის, რევაზ გვილიას დაშინებისა და მოსყიდვის ფაქტზე, რომელშიც პირადად მონაწილეობდნენ ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია, ქართული ოცნების წევრები მერაბ ქვარაია და გენად ჯიქია.

მე პროკურატურას განცხადებასთან ერთად გადავეცი აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, როგორც მტკიცებულება, სადაც ჩანს, როგორ ახდენენ ეს ადამიანები ზეწოლას გვილიაზე, რომ მან განათავსოს "ქართული ოცნების" სასარგებლო და "ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგო პოსტი Facebook-ზე", - თქვა ანა წითლიძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი