გორში ათობით პირადობა იპოვეს, რომელიც სავარაუდოდ, "ოცნების" ნასვამმა კოორდინატორმა დაკარგა

გამოქვეყნდა:

გორში ერთ-ერთმა მოქალაქემ ათობით პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, იპოვა. ტანია ცერცვაძე ფიქრობს, რომ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები "ოცნების" ნასვამმა კოორდინატორმა დაკარგა.

ცერცვაძის თქმით, ნაპოვნი პირადობები მოახლოებულ არჩევნებსა და "ქართული ოცნების" მხრიდან არჩევნების გაყალბების მცდელობას უკავშირდება.

"ბალახზე 20-30-მდე პირადობა ეყარა. ეს ძველი ტიპის პირადობები იყო. ყურადღება მიიქცია იმან, რომ პირადობა იყო, სურათი გადავუღე და წავედი, არც პოლიცია გამომიძახებია, არაფერი. არჩევნებს დავუკავშირე მერე", - თქვა მან.

მომხდარს გორში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც გამოეხმაურნენ. პარტიაში ამბობენ, რომ მმართველი გუნდი ადგილობრივი არჩევნების გაყალბებისთვის წინასწარ ემზადება და პროცესში მონაწილეობას გორის მერის მოადგილეს, თამაზ შიოშივილი იღებს.

თავად შიოშვილი ბრალდებებს უარყოფს და სასაცილოს უწოდებს. მისი თქმით, ოპოზიციური პარტია არა არჩევნებისთვის, არამედ, არჩევნების შემდგომ "დესტაბილიზაციისთვის ემზადება".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი