ქართული ოცნება ლობისტების პირით ოპოზიციას 8 მარტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

ქართული ოცნება დაქირავებულ ლობისტურ კომპანიებს ავალებს, რომ მათი ტყუილი და დარღვეული პირობები პოლიტიკურ ოპონენტებს გადააბრალოს. 

წერილში, რომელის ადრესატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები არიან, ნახსენებია ქვეყნის ოპოზიცია სრული შემადგენლობით, მთავარი აქცენტი კი 8 მარტის შეთანხმების მონაწილეებზე კეთდება. 

სპეციალისტების გაცხადებით, ლობისტების ამ კუთხით გამოყენება ქართულ ოცნებას ვერ უშველის. ისინი ამბობენ, რომ წერილი, რომელიც DCI Group-ის სახელით დაიგზავნება, პარტნიორებმა უბრალოდ შეიძლება მიიღონ, მაგრამ ქართული იმიჯის გამოსასწორებლად ის გარდამტეხ გავლენას ვერ მოახდენს.

რაც შეეხება ლობისტების ჩართვას ამ საკითხში, სამწუხაროდ, მაინც ვერ ხვდება ოცნება, რომ ლობისტებით და მანიპულაციებით რეალობის ჩანაცვლება ვერ მოხერხდება. მარტივადაა საქმე, 8 მარტის შეთანხმების შესრულება მთლიანად არის ქართული ოცნების ხელთ, - ამბობს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარე დავით სიხარულიძე.  

DCI Group არის ახალი ლობისტური კომპანია, რომელიც ქართულმა ოცნებამ იანვარში დაიქირავა პარტიული კონტრაქტით, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს. ოცნება შეეცადა, რომ ახალი ლობისტის მეშვეობით საერთაშორისო პარტნიორები დაერწმუნებინა, რომ 8 მარტის შეთანახმებას ოპოზიცია არღვევს, პოლიტპატიმრების ნაწილი გამოშვებული არიან და საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე გადასვლაში მხარეებს აღარაფერი უშლის ხელს. 

ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო და სხვა ოპოზიციური პარტიები ძირს უთხრიან 8 მარტის შეთანხმების ლეგიტიმურობას, იმით, რომ აჟღერებენ ცრუ ბრალდებებს, რომლებიც დაკავშირებულია კონკრეტულ კრიმინალურ საქმეებთან. ამას არანაირი კავშირი არ აქვს საარჩევნო სისტემის ცვლილებების მიღებასთან, - ვკითხულობთ წერილში.

ქართული ოცნება სტრატეგიული პარტნიორებისგან ითხოვს რომ ოპოზიციამ შეწყვიტოს ბოიკოტი, საკუთარი ულტიმატუმების წაყენება და რაც ყველაზე მთავარია, სთხოვს ლობისტებს, დაარწმუნონ პარტნიორები, რომ სწორედ ისინი ცდილობენ 8 მარტის შეთანხმებას და არა ოპოზიცია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი