
"დილამშვიდობისა" - ასე პასუხობს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით.
მას მედიასთან სხვა კომენტარი არ გაუკეთებია.
ცნობისთვის, ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. დოკუმენტებში, რომელსაც სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს, პირდაპირ არის აღწერილი კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ.