რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თვითიზოლაციაშია. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს და წერს, რომ კრემლის ლიდერის თვითიზოლაციაში გადასვლის მიზეზი მისი გარემოცვის წევრების კორონავირუსით ინფიცირება გახდა.
მათივე ცნობით, თვითიზოლაციაში ყოფნის გამო, პუტინი დუშანბეში გასამართ ფორუმში მონაწილეობას ონლაინ ტელეხიდის საშუალებით მიიღებს.
ვლადიმერ პუტინის თვითიზოლაციაში გადასვლა დაადასტურა პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმაც.
რაც შეეხება რუსეთში კორონა ვირუსის გავრცელებას, ჯანდაცვის სამინსიტროს მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების 15 907 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 781 ადამიანი.