უკრაინის უნივერსიტეტში ბომბს ეძებენ

გამოქვეყნდა:

კიევში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერისტეტში, სამართალდამცველები ბომბს ეძებენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიციამ შენობიდან ასობით სტუდენტისა და ადმინისტრაციის თანამშრომლების ევაკუაცია განახორციელა.

პოლიციამ კოლეჯის დანაღმვის შესახებ ინფორმაცია ანონიმური პირისაგან მიიღო. ინციდენტის თავიდან აცილების მიზნით, ადგილზე პოლიციის, სამაშველო და სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი იმყოფება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი