ეს იყო თქვენი ბოლშევიკი გენპროკურორი დირექტორის, გარყვნილი ნიკა გვარამიას გეგმა - კობახიძე ჩანაწერებზე

გამოქვეყნდა:

"ეს იყო თქვენი ბოშლევიკი გენპროკურორი დირექტორის გეგმა", - ასე მიმართა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ "მთავარი არხის" ჟურნალისტს, გავრცელებული ფარული ჩანაწერების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

კობახიძე ისევ ამტკიცებს, რომ მასალები, რომლებიც 2014-2021 წლებს მოიცავს, "ნაციონალური მოძრაობის ხელწერაა და ეს მათი "დეზინფორმაციის, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური კამპანიის" ნაწილია:

"ეს წინასაარჩევნო პერიოდია, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს ტელევიზიები [ფორმულა, ტვ პირველი, მთავარი არხი] არიან პარტიულები, მათ აქვთ პარტიული ამოცანები ისინი მთლიანად არიან აგებული სიცრუის გავრცელებაზე, დეზინფორმაციაზე, ეს იყო თქვენი ბოშლევიკი გენპროკურორი დირექტორის გეგმა, რასაც ნათელი მოეფინება ბუნებრივია სათანადო დროს. ეს იყო გარყვნილი ნიკა გვარამიას, გარყვნილი ნოდარ მელაძის, გარყვნილი დიანა ტრაპაიძის, ინგა გრიგოლიას და ა.შ. გეგმა. ამ გარყვნილი ადამიანების გეგმა", - ამბობს კობახიძე. 

კობახიძე გავრცელებულ მასალებს "ტყუილ-მართალს" უწოდებს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი