თუ "ქართული ოცნება", ადგილობრივ არჩევნებზე 43 პროცენტს ვერ დააგროვებს, ევროკავშირი მოახდენს ზეწოლას, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს - ეს განცახდება, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა, მიხეილ სააკაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ლიეტუვის ყოფილი პრემიერი, ხელისუფლებას 8 მარტისა და 19 აპირლის შეთანხმებებს ახსენებს და ამბობს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა საკუთარი პირობა უნდა შეასრულონ.
ჩვენ გვსურს ვიხილოთ შემდეგი: ის პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც მიღწეულ იქნა ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ, უნდა შესრულდეს. ეს არის საფუძველი შემდგომი ნაბიჯებისა, რომელიც საქართველოში უნდა გადაიდგას. თუ "ქართული ოცნება" ამ არჩევნებში ვერ დააგროვებს 43%-ს, მაშინ ევროკავშირი ზეწოლას მოახდენს მასზე, რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, როგორც ამ შეთანხმებაში იყო გათვალისწინებული, - ამბობს კუბილიუსი.