ოპოზიციამ ზღვარი გადალახა, ასეთ სიბინძურეებთან, გაჩუმება, კომპრომისი არ იქნება - წულუკიანი სუს-ის კრებსებზე

გამოქვეყნდა:

"კომპრომისები არ იქნება ასეთ სიბინძურეებთან", - ასეთი განცხადება გააკეთა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებზე საუბრისას.

წულუკიანმაც ჩანაწერების გავრცელებაში ოპოზიცია დაადანაშაულა და თქვა, რომ გამოძიებისგან ბევრ კითხვაზე პასუხს ელოდება: 

"მე ვფიქრობ, რომ ახლა უკვე გაჩუმება აღარ იქნება, რადგან უკვე ზღვარი გადალახა ოპოზიციის დიდმა ნაწილმა. კომპრომისები არ იქნება ასეთ სიბინძურეებთან...ის სტილი, რომლითაც დაიწყო საარჩევნო კამპანია, გრძელდება და ეს ალბათ კიდევ უფრო გამძაფრდება მომდევნო დღეებში. ეს შეიძლება იყოს მორიგი ჩანაწერების გამოქვეყნება, რათა მიღწეული იყოს მთავარი მიზანი - ე.წ. გვამების პოლიტიკა. ასე რომ, ასეთი სიბინძურე კიდევ მრავლად იქნება", - თქვა წულუკიანმა.

ცნობისთვის, 13 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. დოკუმენტებში, რომელსაც სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს, პირდაპირ არის აღწერილი კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ.

ამასთან, პირის ვინაობა, რომელმაც სუს-იდან დაშიფრული ფაილები გამოიტანა, "მთავარმა არხმა" გუშინვე დაადგინა. ფაქტები ადასტურებს, რომ სუს-ის გასაიდუმლოებული კრებსების გავრცელების მიღმა, დიდი ალბათობით ლილუაშვილის უწყების სპეციალური დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლი აკაკი ნემსაძე დგას. ადამიანმა, რომელმაც წლები გაატარა სუს-ში, საბოლოოდ ამხილა დანაშულებრივი სისტემა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი