ზაალ უდუმაშვილი წეროვანის დევნილთა დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა

გამოქვეყნდა:

მცხეთაში ოპოზიციის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი სოფელ წეროვანის დევნილთა დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა. უდუმაშვილი ადგილობრივებს მათ პრობლემებსა და მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობაზე ესაუბრა. 

"კარდაკარ დავდივარ და ვესაუბრები მოსახლეობას. მინდა, რომ თითოეულ მოსახლეს ავუხსნა იმ არჩევნების მნიშვნელობა, რომელსაც ყველა ველოდებით 2 ოქტომბერს. ეს არის რეფერენდუმი, სადაც საქართველომ ქვეყნის ხვალინდელი დღე უნდა გადაწყვიტოს", - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, თითოეული მოქალაქე ფიქრობს, რომ ცვლილებები აუცილებელია და ეს ცვლილება 2 ოქტომბერს მოხდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი