ნუ ადარებთ იმ მოვლენებს, როდესაც აუპატიურებდნენ, იწერდნენ, შემდეგ აშანტაჟებდნენ - თავდაცვის მინისტრი კრებსებზე

გამოქვეყნდა:

პრემიერის შემდეგ, წინა ხელისუფლებასთან შედარებები თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაიწყო. მან კომენტარი სუს-იდან გამოჟონილ ფარულ ჩანაწერებზე გააკეთა და განაცხადა:

"აღნიშნულ მოვლენებს ნუ ადარებთ იმ მოვლენებთან, რაც ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, როდესაც აუპატიურებდნენ ადამიანებს,იწერდნენ, შემდეგ მათ აშანტაჟებდნენ და არ არის გამორიცხული, რომ იგივე ხალხი ჰყავდეთ დღესაც დაშანტაჟებული." ამბობს ბურჭულაძე.

შეგახსენებთ, ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. დოკუმენტებში, რომელსაც სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს, პირდაპირ არის აღწერილი კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ.

"მთავარმა არხმა" დაადგინა სავარაუდოდ იმ  პირის ვინაობა, რომელმაც სუს-იდან დაშიფრული ფაილები გამოიტანა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი