
მარშალპრესსა” და “ნიუსფრონტზე” მმართველმა პარტიამ მხოლოდ აგვისტოს თვეში 7611 ლარის ინტერნეტრეკლამა განათავსა. ორივე ვებგვერდი პრორუსულ, ყალბ და პროპაგანდისტულ ამბებს ავრცელებს - ინფორმაციას ამის შესახებ აი ფაქტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სულ ინტერნეტრეკლამებში “ოცნებამ” აგვისტოში 247 ათასი ლარი დახარჯა.
“ნიუსფრონტის" ქართული ოფისი ანექსირებული ყირიმიდან მართული ქსელის ნაწილია. სხვადასხვა მედია ანგარიშის მიხედვით, ის რუსეთის უსაფრთხოების სამსახურისგან (ეფ-ეს-ბე) ფინანსდება.
2020 წლის აპრილში ფეისბუქმა “ნიუსფრონტის“ საერთაშორისო ქსელთან დაკავშირებული ფეისბუქ გვერდები, ანგარიშები და ჯგუფები წაშალა.
ყალბი და პრორუსული ახალი ამბები ვრცელდება mpn.ge-ზეც, იგივე “მარშალპრესზე” - წერს აი ფაქტი