თქვენი პროფესიის მკვლელობა რომაა ეს ყველაფერი, ამაზე პროტესტი გადაყლაპეთ? | ნიკა გვარამიას მიმართვა ადვოკატებს

გამოქვეყნდა:

ან პროფესიული სოლიდარობა არ გსმენიათ? ან პროფესიული ღირსება სად წაიღეთ, - ასე მიმართავს "მთავარი არხის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ადვოკატებს. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა. 

საქართველოს ადვოკატებო: ჩანაწერებში რამდენიმე ადვოკატის კლიენტთან კონფიდენციალური საუბრების ჩანაწერები რომაა, გინდ სატელეფონო, გინ ციხის კონფიდენციალურ ოთახებში), ამაზე ხმას რომ არ იღებთ (ზვიად კორძაძეს თუ არ ჩავთვლით და ამ ჩანაწერების მსხვერპლ ადვოკატებს):

ან პროფესიული სოლიდარობა არ გსმენიათ? ან პროფესიული ღირსება სად წაიღეთ, ან თქვენი პროფესიის მკვლელობა რომაა ეს ყველაფერი, ამაზე პროტესტი გადაყლაპეთ? სირცხვილი, - წერს ნიკა გვარამია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი