მათ იცოდნენ, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს არ უშვებდნენ ნინოწმინდის პანსიონში- ომბუდსმენი კრებსებზე

გამოქვეყნდა:

სულ მცირე, რაც ვნახე, მათ იცოდნენ, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს არ უშვებდნენ ნინოწმინდის პანსიონში წლების განმავლობაში მეუფე სპირიდონის მითითებით - აცხადებს ომბუდსმენი სუს-იდან გამოჟონილ ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას.

ნინო ლომჯარიას თქმით, სისტემამ იცოდა, რომ სახალხო დამცველის საქმიანობას ხელი ეშლებოდა, რაც დანაშაულია და ამაზე რეაგირება არ მომხდარა.

გარდა ამისა, ომბუდსმენის თქმით, კრებსებში მოხვდა მისი მდივნისა და ერთ-ერთი საელჩოს წარმომადგენლის საუბარი რიგითი შეხვედრის დაგეგმვასთან დაკავშირებით.

ომბუდსმენი არ გამორიცხავს, რომ მოსმენებთან დაკავშირებით, ერთიანი სარჩელი სტრასბურგში წავიდეს. სახალხო დამცველი აპირებს სათანადო იურიდიული დახმარება გაუწიოს ყველას, ვინც საკუთარი უფლებებისთვის აპირებს ბრძოლას და ვინც აღმოაჩინა, რომ მას უკანონოდ უსმენენ.

შეგახსენებთ, 13 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. დოკუმენტებში, რომელსაც სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს, პირდაპირ არის აღწერილი კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ. ჩანაწერები 2014-2021 წლებს მოიცავს. 

სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების გარდა, ირკვევა, რომ სუს-ი დიპლომატებსაც აქტიურად უსმენდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი