„საჭიროა მსხვერპლი“, „გვჭირდება ლექსო ლაშქარავა კვადრატში“, "შეიძლება კილერის აყვანა" - კობახიძის ახალი ბრალდებები

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძის მორიგი გამაოგნებელი განცხადება და აბსურდული ბრალდებები ოპოზიციას და მოძრაობა "სირცხვილიას"

მმართველი პარტიის თავმჯდომარე შეთქმულების ახალ თეორიას ანვითარებს:

„საჭიროა მსხვერპლი“, „გვჭირდება ლექსო ლაშქარავა კვადრატში“ - ეს არის ფრაზები ნაციონალური მოძრაობისა და მისი ახალგაზრდული ფრთის, მათ შორის „სირცხვილიას“ წევრების საუბრებიდან და ჩატებიდან, რის შესახებაც ინფორმაცია ყოველდღიურად ჟონავს ნაციონალური მოძრაობის ოფისებიდან.

გვაქვს ინფორმაცია, რომ შედგა საუბარი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს შორის იმის შესახებ, რომ პარტიისა და პარტიული ტელევიზიების შენახვა ყოველწლიურად ათეულობით მილიონი დოლარი უჯდებათ, როცა, ვციტირებთ - „ამის მეათედ თანხად შეიძლება კილერის აყვანა და ვინმე მათიანის გაგორება“.

ასევე, „სირცხვილიას“ ერთ-ერთ წარმომადგენელს ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა თხოვეს რამდენიმე ჩატში ამ იდეის დატესტვა.

ყველამ ვიცით რა ღირებულებების მატარებელი არიან ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები. აქედან გამომდინარე, ყველაზე მძიმე პროვოკაციაზე წასვლაც კი მათგან არავის გაუკვირდება." თქვა კობახიძემ 

კობახიძე საგამოძიებო უწყებას მოუწოდებს "ოფისებიდან გამოტანილი ინფორმაციით" დაინტერესდეს 

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სუს-დან ათი ათასობით ფაილია გატანილი, სადაც ჟურნალისტების, სასულიერო პირების, პოლიტიკოსების ფარული მიყურადების გზით მოპოვებული საუბრებია ჩაწერილი, "ქართული ოცნება" ტრადიციულად ყველაფერს ოპოზიციას აბრალებს, მათი მხრიდან ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობას უკავშირებს და იმუქრება.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი