
"იქნება ეს გახარია-ხოჯევანიშვილი თუ ვინმე სხვა, ამით უნდა დაინტერესდეს გამოძიება" - სუსის კრებსებთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" მესიჯბოქსი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააჟღერა.
თუ რაიმე მართალი შეიძლება იყოს იმ ინფორმაციიდან, რომელიც გავრცელდა, ამ ინფორმაციების მოპოვების დრო ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც 2 გასაღები იყო 2 ხელში და ორივე გასაღებს აკონტროლებდა ერთი და იგივე ჯგუფის ორი წარმომადგენელი. ვის ხელს უკავშირდება რეალურად იმ ტყუილ მართალის გამოტანა რომელზეც არის საუბარი გასული დღეების განმავლობაში. იქნება ეს გახარია-ხოჯევანიშვილი თუ ვინმე სხვა, ამით უნდა დაინტერესდეს გამოძიება. სამართალდამცავი ორგანოები ალბათ დაინტერესდებიან, გაარკვევენ სად არის გატანილი ის ინფორმაცია, რომელიც შეიძლება იყოს მართალი ინფორმაცია, - ამბობს კობახიძე.
გია ვოლსკის თქმით კი, მას აქვს საფუძველი, თქვას, რომ გიორგი გახარიამ სახელმწიფოსთვის "საგანგებოდ დამაზიანებელი ნაბიჯი გადადგა".