მოვუწოდე მიხეილ სააკაშვილს საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი საქართველოში წინასაარჩევნო ვითარების დეპოლარიზაციის ხელშეწყობისთვის გამოიყენოს - ამის შესხებ განცხადება ევროპარლამენტარმა მარია კალიურანდმა საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ ტვიტერის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
"მიხეილ სააკაშვილმა თავი უნდა აარიდოს პროვოკაციებს და საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი საქართველოში, წინასაარჩევნო ვითარების დეპოლარიზაციის ხელშეწყობისთვის გამოიყენოს, ასევე პატივი სცეს ეუთო/ ოდირის გადაწყვეტილებას 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ" -წერს ევროპარლამენტარი.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სტრასბურგში შეხვედრები ევროპარლამენტარებთან და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელებთან გამართა.