ვერსიებში არეული და დაბნეული "ოცნება" - პოლიტიკურ აგონიაში მყოფი ხელისუფლება შეცდომას შეცდომაზე უშვებს. სკანდალის გადასაფარად მმართველ გუნდს გონივრული არგუმენტები არ აქვს და თავის მართლების ყოველ ახალ ეტაპს მორიგი კრახით ასრულებს.
სახელისუფლებო ლიდერები დამნაშავეებს ეძებენ და საბოლოოდ ყველა პირდაპირ თუ ირიბად ადასტურებს, რომ სუს-ის მიერ უკანონოდ მოპოვებული ინფორმაციის მიღმა ოლიგარქიული რეჟიმი დგას.
გამორჩეული დღეს პრემიერი ღარიბაშვილი და ოცნების უცვლელი მინისტრი წულუკიანი იყვნენ, რომლებმაც ისრები ყოფილ თანაგუნდელ გახარიაზე გადაიტანეს და აღარ უფიქრიათ, რამდენად დიდი დარტყმა მიაყენეს საკუთარ თავს.