კალაძე-მორგოშიას კავშირები სუს-ის კრებსებში - სკანდალური სატელეფონო საუბარი

გამოქვეყნდა:

"ქართული მარშის" ლიდერ სანდრო ბრეგაძისა და პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორს, დიმიტრი ლორთქიფანიძეს შორის სატელეფონო საუბრებით დგინდება, რომ კახა კალაძე ალტ-ინფოს ერთ-ერთ დამფუძნებელს ფინანსურ დახმარებას უწევს. ამის გარდა სუსის მიერ შედგენილ საიდუმლო დოსიეში ამავე საუბრებიდან დგინდება, რომ კალაძე უკანონო მშენებლობის ნებართვებს მორგოშიასთვის გასცემდა.

სატელეფონო საუბარი 2020 წლის 3-5 მაისით თარიღდება.

სანდრო ბრეგაძე დღეს ვეღარ იხსენებს მასსა და დიმიტრი ლორთქიფანიძეს შორის სატელეფონო საუბარს, თუმცა საიდუმლო მასალებში წერია, რომ მას ყველა დარღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი აქვს. 

კოკა მორგოშიას საიდუმლო კრებსების ავთენტურობას ეჭვქვეშ აყენებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მისთვის გაურკვეველია რა მიზნები ამოძრავებს სანდრო ბრეგაძეს.

კოკა მორგოშიასთან ფინანსური და საქმიანი ურთიერთობები უარყო დედაქალაქის მერმაც, თუმცა მთავარმა არხმა გაარკვია, რომ მაგალითად მიწას, რომლის რეკრეაციული სტატუსის შეცვლას ადგილობრივები რამედნიმე წლის განმავლობაში ცდილობდნენ, კოკა მორგოშიამ კალაძის მერობისას მარტივად მოახერხა. 

ხელისუფლების ოპონენტები კი ამტკიცებენ, რომ საიდუმლო მასალები ნამდვილია, რადგან მათ არაერთი ფაქტი აქვთ, როგორ გასცემს კახი კალაძე უკანონო მშენებლობებზე ნებართვებს. არც იმას გამორიცხავენ, რომ შესაძლოა კალაძე მორგოშიას ფინანსურად ეხმარებოდნენ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი