ოპერატორი წამოეგო მოაჯირს, ეს არ იყო ვარდნა სიმაღლიდან - მდინარაძე "მთავარ არხს" სიცრუეში ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

არანაირი ფიზიკური შეხება ოპერატორსა და ჩვენი შტაბის წარმომადგენლებს შორის არ ყოფილა. ნიკა გვარამიამ მოიტყუა იცრუა - აცხადებს "ქართული ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე ქარელში, "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით.

"ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპერატორი კიბიდან თავად გადმოვარდა და ამის დამადასტურებელ კადრებს თავადვე გაავრცელებენ:

ბექა ყორშია, არავის გაგიკვირდებათ, ცდილობდა პროვოკაციის მოწყობას, მათი მოგონილი სიუჟეტების მიხედვით, კითხულობდა "ჩლიქოსანს", მძიმე შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენს წარმოდმგენლებს და მას შემდეგ რაც გამოაძევეს შტაბიდან, მართლაც იყო იქ დაპირისპირება...

უკანა სვლით, მთავარი არხის ოპერატორი ტოვებდა ტერიტორიას, რა დროსაც, კიბის ბაქანზე წამოეგო მოაჯირს, დავარდა და დაეცა კიბის ზედა საფეხურებზე, ეს არ იყო ვარდნა მაღალი სიმაღლიდან" ამბობს მამუკა მდინარაძე

ქარელში, ბექა ყორშიას და ოპერატორ ლევან აბლოთიას "ოცნების" შტაბის წარმომადგენლები რეპორტაჟის გადაღების დროს თავს დაესხნენ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი