
როგორც არ უნდა შეგაშინონ მოატყუეთ რომ გეშინიათ, რაც არ უნდა შემოგთავაზონ, გამოართვით ნებისმიერი რამე, როგორც არ უნდა დაგემუქრონ აჩვენეთ, რომ ვითომ შეშინებულები ხართ, მაგრამ 2 ოქტომბერს მიდით და შემოხაზეთ ნებისმიერი პარტია გარდა 41 ნომრისა - განაცხადა "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სუს-თან გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
ქვეყანაში მიმდინარე მძიმე მოვლენებთან დაკავშირებით, ერთიანმა ოპოზიციამ საგანგებო განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა და სწორედ სუს-ის გავლენებზე ისაუბრა. ჯაფარიძე ამბობს, რომ სინამდვილეში ქვეყანაში არჩევნებს უსაფრთხოების სამსახური ატარებს და არა ცესკო:
"არჩევნების შემდეგ, როდესაც ჩვენ გავალთ ხელახალ არჩევნებზე, ეს ხელისუფლება შეიცვლება ყველა შემთხვევაში მომავალ წელს და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, პირველი რაც უნდა დაინგრეს არის სუს-ი. ისევე როგორც შესაცვლელია სასამართლო სისტემა, შსს. არ შეიძლება ამ ქვეყანაში მოსმენები გრძელდებოდეს და ადამიანებს ეშინოდეთ თოფიანი ხალხის და ვინც ამის წინააღმდეგ წავა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ის იქნება პირველი ნაბიჭვარი" ამბობს ჯაფარიძე.