ხალხის ინტერესიც ვერ გამოიწვია - კობახიძე სუს-ის ჩანაწერებზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის აზრით, სუს-ის ფარულმა ჩანაწერებმა ხალხის ინტერესი ვერ გამოიწვია, რაზეც "კონკრეტული ტელევიზიების წარმომადგენლები შფოთავენ".

"გაუგებარი ინფორმაცია ვრცელდება. ხალხის ინტერესიც კი ვერ გამოიწვიეს, რაზეც ძალიან შფოთავენ კონკრეტული ტელევიზიების მენეჯმენტის წარმომადგენლები. რატომ ვერ გამოიწვიეს იცით ინტერესი? სისულელეები ვრცელდება, იმდენად უინტერესოა მასალები. ვინმე თუ მაგ ჩანაწერს აკეთებდა, ჯერ, ან რატომ უნდა გააკეთო ეგეთი ჩანაწერი, ვიღაცა, ვიღაცას რაღაც უთხრა, წყალი გაატანა და ასე შემდეგ, კაი გააკეთე ჯანდაბას, მერე რატომ უნდა შეინახო, ეს გაუგებარია",- თქვა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, 13 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა.

დოკუმენტებში, რომელსაც სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს, პირდაპირ არის აღწერილი კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ.

ჩანაწერები 2014-2021 წლებს მოიცავს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი