მობილიზებული პარტაქტივი - ქარელის საავადმყოფოსთან აგარის საკრებულოს თავმჯდომარეც იმყოფებოდა 

გამოქვეყნდა:

კიდევ ერთი საჯარო მოხელე, რომელიც გუშინ, ქარელის საავადმყოფოსთან იმყოფებოდა, აგარის მუნიციპალიტეტის საკერბულოს თავმჯდომარე ბორის მესხია. ინფორმაცია და ფოტომასალა ამის შესახებ "ენმ"-ს წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა "დღის სტუმარში" გააკეთა.

შეგახსენებთ, ქარელის "ოცნების" შტაბში,  "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის შემდეგ, ოპერატორი ლევან აბლოთია საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც "მთავარი არხის;' გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაც მივიდა. სწორედ ამის პარალელურად გამოჩნდნენ ადგილზე "ოცნების" მხარდამჭერები, რომლებიც აგრესიული ფორმით ცდილობდნენ ემტკიცებინათ ის, რასაც ამტკიცებენ მათი ლიდერები, რომ ლევან აბლოთია არავის გადმოუგდია და ის თავისით დაეცა. 

უკვე იდენტიფიცირებული არიან სხვა პირებიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი