რუსეთის მოქმედი რეჟიმი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევითა და დესტაბილიზაციით, ასევე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მრავალჯერადი დარღვევით საფრთხეს უქმნის ევროპის მშვიდობასა და უსაფრთხოებას - ამის შესახებ საუბარია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ ახალ რეზოლუციაში, რუსეთ-ევროკავშირის პოლიტიკური ურთიერთობების შესახებ.
დოკუმენტაციაში ასევე საუბარია რომ კრემლი დღემდე ახორციელებს გაყინული კონფლიქტების მხარდაჭერას, უკრაინისა და მოლდოვის სუვერენიტეტის შელახვას, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინფრასტრუქტურაზე კიბერ თავდასხმებს, ყირიმის ანექსიას და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას.
ამასთანავე, ევროპარლამენტარები თანხმდებიან რომ ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების თავდაცვით უნარიანობის გაძლიერებას ხელი უნდა შეუწყონ.
რეზოლუციის განხილვისას ევროპარლამენტარები ერთხმად შეთანხმდნენ რომ რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება ვერ მოხდება მანამ, სანამ კრემლი საკუთარი აგრესიული პოლიტიკის გატარებას არ შეწყვეტს.
რეზოლუციის ავტორი ლიეტუველი ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსია.