ბევრ ადამიანს და ქვეყანას აქვს მოსმენის საშუალება - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მოსმენის საშუალება "ბევრ ადამიანს და ქვეყანას აქვს". ღარიბაშვილის თქმით, სუს-ის ჩანაწერებზე გამოძიება უნდა ჩატარდეს და უნდა დადგინდეს, ვინ და როგორ უსმენდა.

"ჯერ ერთი, ეს უნდა დადგინდეს, დამტკიცდეს, ვინ უსმენდა, როგორ უსმენდა, უსმენდა თუ არა და ა.შ. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ამის მოსმენის საშუალება და ბევრ ქვეყანას. სუს-ი, რა თქმა უნდა, აღკვეთას და ეს გამოძიებაც დაწყებულია და ყველაფერი გაირკვევა",-თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, 13 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა.

დოკუმენტებში, რომელსაც სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს, პირდაპირ არის აღწერილი კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ.

ჩანაწერები 2014-2021 წლებს მოიცავს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი