
"მიზანმიმართული პროვოკაცია გააკეთეს" - "ოცნების" მერობის კანდიდატი ზაზა გულიაშვილი, რომლის შტაბშიც "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ, მთავარი არხის კამერას ემალება, თუმცა სხვა ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ მთავარი არხის ოპერატორი მისი ოფისის აივნიდან თვითონ გადავარდა.
გულიაშვილი, რომელიც არსებული ინფორმაციით თავად გადმობირებული აგენტია, მთავარი არხის ჟურნალისტებს აგენტებს უწოდებს და პროვოკაციაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მასზე კომპრომატები არ არსებობს და სწორედ ამიტომ გადამღები ჯგუფი მისი დისკრედიტაციის მიზნით მივიდა.