ნიკა გვარამია "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას დეტალურად აღწერს და მდინარაძეს ფაქტებით პასუხობს

გამოქვეყნდა:

ძველი თაობის კამერებს აქვთ ელემენტი, რომელიც ჯაჯგურის დროს თუ კბილანებს აცდა, ითიშება, შუქის წასვლასავითაა - "ოცნების" ლიდერის, მდინარაძის განცხადებებს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი "მთავარი არხის" ეთერში პასუხობს.

ნიკა გვარამია ოპერატორ ლევან აბლოთიას დაშავებისა და "ოცნების" ოფისიდან გადმოგდების შესახებ განმარტავს, რომ აბლოთია ვერ დაეცემოდა კიბის დასაწყისში მაშინ, როდესაც კიბე მოხვეულია და ე.წ. პლოშადი აქვს:

კიბიდან თუ დაგორდა, კიბეს აქვს ე.წ. პლაშადკა სიღრმეში 2 მეტრიანი, თუ კიბიდან დაგორდა, იქ როგორ არ დაეცა, იქ როგორ არ გაჩერდა? - ამბობს ნიკა გვარამია.

მისივე თქმით, ამის დამტკიცება მარტივი ჟურნალისტური ექსპერიმენტითაც შეიძლება, თუმცა "მთავარი არხის" კამერას ქარელის "ოცნების" შტაბში არ უშვებენ.

"მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს "ქართული ოცნების" შტაბში ქარელში გუშინ, 16 სექტემბერს თავს დაესხნენ. 

ამავე თემაზე:

სუს-ი იყო საავადმყოფოში და დაატრენინგა ექიმები - ნიკა გვარამია ქარელის საავადმყოფოს ინციდენტზე
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი