საგანგებო მდგომარეობისას არ შეზღუდულა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება - პრეზიდენტი

გამოქვეყნდა:

დღეს 26 მაისია საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, თუმცა მსოფლიო პანდემიის გამო დამოუკიდებლობის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება. ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, მთავრობას რამდენიმე მცირემასშტაბიანი ღონისძიება აქვს დაგეგმილი. ცოტა ხნის წინ თავდაცვის ძალებს პრეზიდენტმა მიმართა. 

"დღეს უჩვეულო 26 მაისია, საზოგადოებას არ ეძლევა საშუალება თავდაცვის ძალებთან ერთად სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში.

ჩვენი აქ მოსვლით და თავდაცვის ძალებთან დგომით გამოვხატავთ ამ დღის მნიშვნელობას საქართველოსთვის. ომი არ დასრულებულა და უხილავ მტერთან ბრძოლაში ყოფნას ვაგრძელებთ, - განაცხადა პრეზიდენტმა. 

მისი თქმით, ჩვენმა ჯარისკაცებმა ყველგან, სადაც საჭირო იყო მაღალ დონეზე შეასრულეს მოვალეობა. საზოგადოებამ კი გამოავლინა ქვეყნისა და მოყვასის სიყვარული.

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის გამოცხადებაზე და აღნიშნა, რომ ადამიანების უფლება არ დარღვეულა.

"ხაზი უნდა გავუსვა რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად საქართველოს არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები, ადამიანის უფლებების შეზღუდვა რომელიც თავისთავად ახასიათებს საგანგებო მდგომარეობას, ჩვენს შემთხვევაში მინიმუმამდე იქნა დაყვანილი. არ გამოცხადებულა სრული კარანტინი, არ შეზღუდულა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და არც აღმსარებლობის თავისუფლება, - განაცხადა პრეზიდენტმა. 

მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები არ შეფერხდება და არჩევნებიც დაგეგმილ დროს ჩატარდება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი