"ასე დაიფშვნება სუსი" - პერფორმანსი, დაპირისპირება და დაკავებები უსაფრთხოების სამსახურთან [VIDEO]

გამოქვეყნდა:

ხმაური იყო სახელმწფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან, სადაც თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი "გირჩი - მეტი თავისუფლებიდან" დიდუბეში, ნიკა მოსიაშვილი და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ბორის ჩელე ყურუა სამართალდამცველებმა, სავარაუდოდ, ძალის გამოყენებით დააკავეს.

ცნობილია, რომ პარტიის წარმომადგენლები სუს-ის შენობის წინ ვიდეოპერფორმანსს იღებდნენ, მათ ადგილზე მანქანა მიიყვანეს, რომელიც დალეწეს იმის სიმბოლოდ, როგორ "დაიფშვნება სუს-ი"

სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა დაპირისპირება სამართალდამცველებსა და პარტიის წარმომადგენლებს შორის, რა დროსაც დააკავეს, პარტიის წევრები და მაჟორიტარობის კანდიდატები ნიკა მოსიაშვილი და ბორის ჩელე ყურუა. როგორც, პარტიის თავმჯდომარის "ზურაბ გირჩი ჯაფარიძის" Facebook-ჩართვიდან ისმის, სამართალდამცვლებმა, ისინი "სიტყვიერი შეურაცხყოფის" გამო დააკავეს. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

"მთავარი არხის" ვებგვერდი დეტალებს შსს-ში არკვევს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი