ჩვენი მიზანია, ქვეყნის გამთლიანება, მაგრამ გვესმის, რომ ამ მიზანს უნდა მივაღწიოთ მშვიდობიანად და შრომით - პრემიერი

გამოქვეყნდა:

"როდესაც სამყარო გლობალური პანდემიის წინაშეა და არავინ იცის მსოფლიო როგორი იქნება ჩვენი ერთიანობა ჩვენი ჯარის წარმატება არის გარანტი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების," - ამ სიტყვებით პრემიერმა თავდაცვის ძალებს მიმართა. 

მისი თქმით, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლა არ დასრულებულა, თუმცა ამ ბრძოლაში მთავარია მშვიდობიანი მოქმედება და შრომა. გიორგი გახარია აღნიშნავს, რომ არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე სამშობლოსთვის უანგარო მსახურება.   

"ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლა არ დასრულებულია. ჩვენი ყველას მიზანია ქვეყნის გამთლიანება, მაგრამ ყველას გვესმის, რომ ამ მიზანს უნდა მივაღწიოთ მშვიდობიანად და შრომით და ჯარმაც ამ შრომაში უნდა მიიღოს დიდი წვლილი.

წარსულზე დაყრდნობით, ტრადიციებზე დაყრდნობით, უნდა ვიყურებოდეთ წინ, თანამედროვე ქართული ჯარი აძლევს მაგალითს, როგორ უნდა ვიყოთ მობილიზებულები,წარმატებულები და როგორ ეფექტურად უნდა ვემსახუროთ ქვეყანას - განაცხადა პრემიერმა. 

დღეს 26 მაისია საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, თუმცა მსოფლიო პანდემიის გამო დამოუკიდებლობის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება. ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, მთავრობას რამდენიმე მცირემასშტაბიანი ღონისძიება აქვს დაგეგმილი. ცოტა ხნის წინ თავდაცვის ძალებს პრეზიდენტმა მიმართა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი