კირბალიდან გატაცებული მოქალაქე საოკუპაციო რეჟიმმა ქართველ სამართალდამცველებს გადასცა. ინფორმაციას ადასტურებენ სუს-ში. მას ცოტა ხანში შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში გადაიყვანენ.
ოკუპანტებმა 60 წლამდე ასაკის ზურაბ დოთიაშვილი ცოტა ხნის წინ გაიტაცეს და ცხინვალის დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
ცნობილია, რომ დოთიაშვილი ქართველი სამართალდამცველების კონტროლირებადი ტერიტორიიდან მაშინ გაიტაცეს, როდესაც ის საქონელს მწყემსავდა