"ოცნებამ" ვერაფერი დაამტკიცა და ვერც ვერაფერი გააბათილა - დამონტაჟებული მასალა, საიდანაც არაფერი იკითხება

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმიდან 20 საათში, ქართულმა ოცნებამ მორიგი საგანგებო ბრიფინგი ჩანიშნა და კადრები გაავრცელა.

მასალა, სადაც ჩანს, რომ ბექა ყორშია და ლევან აბლოთია ოფისის მეორე სართულიდან გადმოგდების შემდეგ, ქვემოთ მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებიან.

ამით ოცნებას ახალი არაფერი უთქვამს, არც არაფერი დაუმტკიცებია და არც არაფერი გაუბათილებია. 

დღეს ქართული ოცნების არც ერთ ლიდერს გაუშვია შანსი ხელიდან მთავარ არხზე ესაუბრათ. ქვეყნის პრემიერმა პროვოკატორები გვიწოდა, პარტიის თავმჯდომარე დაგვემუქრა, მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი მაინც დედაქალაქის მოქმედი მერი იყო - კახი კალაძემ ძალადობა გაამართლა.

სინამდვილეში კი ბექა ყორშიას და ლევან აბლოთიას პარტიის აქტივი თავს დაესხა, მათ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. არ სურდათ ეს ანგარიშსწორება კამერის ობიექტივში მოხვედრილიყო, ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებას ლევან აბლოთიას მიმართ იჩენდნენ.

დაპირისპირების დროს ჩვენი ოპერატორი მეორე სართულიდან გადმოაგდეს. ვარდნის შემდეგ, რამდენიმე წამი უგონოდ იყო, შემდეგ კი გონს მოვიდა და ბექა ყორშიასთან ერთად სასწრაფოს ელოდებოდა.

გამოძიება დაიწყო, ყველა ჩანს, აღბეჭდილია დაპირისპირებაც, მაგრამ არ არის პოლიტიკური ნება. ქართული ოცნება არ აპირებს წინასაარჩევნოდ საკუთარი მხარდამჭერები გაანაწყენოს და გისოსებს მიღმა გამოკეტოს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი