"ოცნება" კალაძის კონკურენტების გაშავების ახალ ეტაპზე გადადის. სახელისუფლებო პარტიის ლიდერების მთავარი სამიზნე ისევ ყოფილი თანაგუნდწელი გიორგი გახარიაა.
პარტია საქართველოსთვის ლიდერის მიერ ავსტრიაში ჩატარებული ნარკოტესტირების საბოლოო პასუხის მიღებამდე ქართულმა ოცნებამ მერობის კანდიდატის დისკრედიტაციის მასშტაბური კამპანია დაიწყო. ლიდერები ერთმანეთის მიყოლებით ამტკიცებენ რომ საქართველოში ტესტირებაზე უარის თქმის მიზეზი პირდაპირ მიანიშნებს რომ მერობის კანდიდატს ამ კუთხით პრობლემები აქვს.