
მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, გაჩერებული პროექტების ნაშთები ქალაქის ცენტრში და ნაგავსაყრელები გარეუბნებში - ასეთია დღეს მცხეთა, ქალაქი, რომლის განვითარებაც 2012 წლის შემდეგ სრულიად შეჩერდა.
პრობლემებია მცხეთის მიმდებარე სოფლებშიც, ადგილობრივებს დღემდე არ აქვთ სასმელი და სარწყავი წყალი.
ახლა მცხეთელების პრობლემებს ოპოზიციის ლიდერი ზაალ უდუმაშვილი ეცნობა, მერობის კანდიდატი კარდაკარ დადის და ადგილობრივებს პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ესაუბრება.