ჯაშუშობის ადგილი დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის - კალიურანდი კრებსებზე

გამოქვეყნდა:

"ჯაშუშობის ადგილი დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის", - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი, 13 სექტემბერს გავრცელებულ სუს-ის კრებსებს ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას. 

როგორც ევროპარლამენტარი აღნიშნავს, აუცილებელია, რომ შესაბამისმა ორგანოებმა უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის ფაქტები გამოიძიონ.

"მე არ მინდა სპეკულირება ამ ჩანაწერების ავთენტურობასთან დაკავშირებით, მაგრამ მინდა ნათლად განვაცხადო, ჯაშუშობა, მოსმენა - ეს იქნება დიპლომატების, ოპოზიციის, ეს იქნება სამღვდელობის, მმართველი პარტიის - ეს არ არის დემოკრატიული. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ხელისუფლების შესაბამისი შტო საქართველოში ძალიან ყურადღებით გააანალიზებს ამ შემთხვევას, მონახავს იმ ადამიანებს, ვინც ჯაშუშობდა და შესაბამისი ზომები იქნება განხორციელებული. ჯაშუშობის ადგილი დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის", - ამბობს კალიურანდი.

ცნობისთვის, 13 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. დოკუმენტებში, რომელსაც სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს, პირდაპირ არის აღწერილი კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ. ჩანაწერები 2014-2021 წლებს მოიცავს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი