ხელისუფლებამ ქუჩებში დროშებიც კი არ გამოფინა - ოპოზიციამ დამოუკიდებლობის დღე სიმბოლურად აღნიშნა

გამოქვეყნდა:

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ოპოზიციამ მთაწმინდაზე აღნიშნა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ქაქუცა ჩოლოყაშვილის საფლავზე შეიკრიბნენ.

მათი თქმით, სიმბოლურად, საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი, საქართველოს ეროვნული გმირის საფლავს გვირგვინით შეამკობენ.

როგორც სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რუსეთი უკვე ოლიგარქიული მეთოდებით უპირისპირდება საქართველოს. 

ის ბრძოლა, რომელიც დაიწყო ქაქუცა ჩოლოყაშვილმა დღემდე გრძელდება, - ამბობს სამადაშვილი.

რომან გოცირიძის განცხადებით კი საქართველოს დამოუკიდებლობას ვერავინ ხელყოფს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან აღნიშნა "ევროპულმა საქართველომ. მათ ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულთა ფოტოგამოფენა მოაწყვეს. დღეს პარტიის ლიდერებმა მმართველ გუნდს ინიციატივით მიმართეს, რათა სასახლეში პირველი რესპუბლიკის დარბაზი აღადგინონ. 

ჩვენი შეთავაზებაა, ამ დარბაზის რესტავრაცია თან ისე რომ ამჟამინდელი ფუნქციაც არ მოეშალოს. აქტები, როგორიცაა საქართველოს ნატოში, ევროკავშირში გაწევრიანება, ამ აქტების რატიფიკაცია უნდა მოხდეს ამ ისტორიული მნიშვნელობის დარბაზში, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა. 

გიგა ბოკერიამ კი მმართველი გუნდი გააკრიტიკა. მისი თქმით,იმის მიუხედავად, რომ მსოფლიო პანდემიამ დამოუკიდებლობის დღის პომპეზურად აღნიშვნას ხელი შეუშალა, ხელისუფლებას შეეძლო ქუჩებში ეროვნული დროშები მაინც გამოეფინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი