"არ ვიცი, რომელ მტერს ელოდებიან" | გელათის მონასტერი დამთვალიერებლებისთვის ისევ დაკეტილია

გამოქვეყნდა:

გელათის მონასტერი დამთვალიერებლებისთვის ისევ დაკეტილია. კულტურის სამინისტრო ინფორმაციას მანამდე არ ასაჯაროებდა, ვიდრე ამის შესახებ "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელმა, თორნიკე ბარათშვილმა საზოგადოებას სოციალური ქსელით არ აცნობა.

"სახელმწიფო ისევ შეცდომას ჩადის, დანაშაულებამდე მისული შეცდომაა, რომ სახელმწიფო მალავს პროცესს, მალავს იმ მანიპულაციების შესახებ ინფორმაცის, რომელსაც აწარმოებს და პლუს გელათის მონასტრის სრული ჩაკეტვა კიდევ ერთი შეცდომის გამეორებაა, რომელიც სახელმწიფომ 1 თვის წინ დაუშვა. აღმოსავლეთ კარიბჭე შიგნიდან არის დაკეტილი. სამხრეთ კარიბჭის ჭიშკარზე პირდაპირ არის მიყენებული ავტომობილი "ნივა", რომ არ მოხდეს ადამიანის შიგნით გადაადგილება. არ ვიცი, რომელ მტერს ელოდებიან სამხრეთიდან გელათში", - ამბობს თორნიკე ბარათაშვილი. 

კულტურის სამინისტროში, გელათის დაკეტვის მიზეზად UNESCO-ს ექსპერტის მოწვევა დაასახელეს, რომელიც ივნისის თვის ექსპედიციაშიც მონაწილეობდა. მისი საქართველოში ამჟამინდელი ვიზიტის მიზანია, შეისწავლოს რა მდგომარეობაშია გელათის სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობა და ხომ არ შეიცვალა ვითარება ბოლო ორი თვის განმავლობაში.

სპეციალისტების თქმით, მონიტორინგის შედეგს ამ დრომდე არ ასაჯაროებს კულტურის სამინისტრო, რაც უფრო მეტ ეჭვს აჩენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი