"წულუკიანი მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძე არაადეკვატურია და ერთი სული აქვს როდის დაემხობა მთავრობა" | სუს-ის ფაილები

გამოქვეყნდა:

"წულუკიანი მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძე არაადეკვატურია და ერთი სული აქვს როდის დაემხობა მთავრობა" -მორიგი სკანდალური ჩანაწერი სუს-ის საიდუმლო ფაილებიდან, რომელიც თეა წულუკიანს ეკუთვნის.

გავრცელებული ჩანაწერები 2018 წლით თარიღდება და ირკვევა, რომ წულუკიანი გირგი კვირიკაშვილის პრემიერობით უკმაყოფილოა. ის ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს, ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადაყენების გამო და მიზეზად მიხეილ სააკაშვილის ბრალი მოჰყავს. წულუკიანი ამბობს, რომ ის იყო პროკურორი, რომლის ბრალის საფუძველზე მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ვერ ჩამოდის და თუ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნდა, ეს ხელისუფლებისთვის მძიმე დარტყმა იქნება, რადგან წულუკიანი ფიქრობს, რომ მესამე პრეზიდენტს დისკუსიაში ვერავინ მოუგებს.

სუს-დან გამოჟონილი ფაილების მიხედვით, წულუკიანი ამ თემებზე ნანა კაკაბაძესთან საუბრობს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი