გვყავდა შს მინისტრი, რომელიც მოიხმარდა კოკაინს და "ბასიანში" გეგმავდა სპეცრაზმით შესვლას? - საგანგებო განცხადება ენმ-ში​

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა ობოლაძე ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძისა პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს ეხმაურება. 

ობოლაძე მმართველი პარტიის წარმომადგენლებს მოუწოდებს, ან ბოდიში მოიხადონ იმის გამო, რომ ქვეყნის შს მინისტრი და შემდგომში პრემიერი ნარკოტიკების მომხმარებელი იყო, ან აღიარონ, რომ გახარიაზე ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ. 

"უკვე მეორე კვირაა მმართველი პარტიის გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს, აქვს კამპანია, რომ გიორგი გახარია, მისი გუნდის ლიდერი მინიმუმ 2017-დან 2021 წლამდე, იყო და არის ნარკოტიკების მომხმარებელი. მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პირდაპირ აცხადებს, რომ გიორგი გახარია არის "კოკაინშიკი".

მინდა მივმართო კახა კალაძეს, მაშინ როდესაც ის იყო ამ პარტიაში თანამდებობით მეორე ადამიანი, ერთ-ერთი ლიდერი და გადაწყვეტილების მიმღები პირი, რა გამოდის? რომ გვყავდა შს მინისტრი, რომელიც კაბინეტში მოიხმარდა კოკაინს? ანუ "ქართულმა ოცნებამ" 2017 წლიდან დანიშნა შს მინისტრი, რომელიც უწყების კაბინეტში მოიხმარდა კოკაინს, იყო ნარკოტიკების მომხმარებელი და ამ დროს გეგმავდა როგორ შესულიყო კლუბ ბასიანში სპეცრაზმით და იქ ეძებნა კოკაინი? ანუ რა გამოდის, ჩვენ თავზე დაგვასვეს პრემიერი, რომელიც მოიხმარდა ნარკოტიკებს და ამ დროს გეგმავდა, როგორ დაეკავებინა სხვადასხვა სოფლებში, ქალაქებსა და რაიონებში გაცილებით უფრო მსუბუქი ნარკოტიკების მომხმარებლები", - თქვა ობოლაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ თუ გახარიას ნარკოდამოკიდებულებაზე ინფორმაცია სიმართლეა, ამაზე სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას და მმართველმა გუნდმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს.

"დღეს ქვეყანაში მრავალი ასეული ადამიანი იხდის სასჯელს ნარკოტიკების მოხმარებისთვის და ამ დროს როგორ ბედავენ "ქართული ოცნების" ლიდერები კობახიძე და კალაძე, როგორ გამოდიან და ასე არხეინად როგორ ყვებიან, რომ მათი შს მინისტრი, მათი პრემიერმინისტრი იყო ნარკოტიკების მომხმარებელი. თუ ეს ასეა, ნარკოტიკების მოხმარება ისჯება სისხლის სამართლით. მაშინ უნდა აღიძრას საქმე კონკრეტულად ნარკოტიკების მოხმარებისთვის კონკრეტული პირის მიმართ და მეორე - პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს "ქართლმა ოცნებამ" ბოლომდე", - თქვა ნიკა ობოლაძემ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი