
"ოცნება" გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ - შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მოამზადეს "საიამ", "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" და "სამართლიანმა არჩევნებმა" წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ დასკვნებში ისეთი შემთხვევები ჩაწერეს დარღვევებად, რომლებიც 2021 წლის 3 აგვისტომდე მოხდა, ანუ იმ დღემდე, ვიდრე წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყებოდა.
პაპუაშვილი ამბობს, რომ ეს დარღვევად ვერ ჩაითვლება.
პაპუაშვილმა დღეს სამოქალაქო ორგანიზაცია "სირცხვილიაც" და საარჩევნო დარღვევებზე მომუშავე სამოქალაქო საარჩევნო კომისიაც დაადანაშაულა და მათი დაფინანსების წყაროს შესწავლა მოითხოვა.
პაპუაშვილის აზრით, დასახელებული ორგანიზაციები არჩევნების დისკრედიტაციას ცდილობენ და ენმ-ს ეხმარებიან საბოტაჟის მომზადებაში