"დიპლომატიური წარმომადგენლობების ფარული მოსმენა, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ეს მათზე არ არის მიმართული, წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დარღვევას", – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებაში, რომელიც მან ნეტგაზეთთან, სავარაუდოდ, სუს-იდან გაჟონილი ფაილების კომენტირებისას გააკეთა.
ფაილებიდან, რომლებმაც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონა, იკვეთება, რომ უწყება უსმენს საქართველოში აკრედიტებული დიპკორპუსის წარმომადგენლებსაც.
მასალებს შორისაა ათეულობით ცნობა, რომლებიც აღწერენ ელჩებისა და საელჩოების თანამშრომლების საუბრებს ერთმანეთთან თუ მესამე პირებთან.
ამავე თემაზე: