აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ქვეყანას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. 

ვიდეო მიმართვაში კელი დეგნანი ამბობს, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს მტკიცე მეგობრობა აკავშირებთ, რომელიც საერთო ღირებულებებს ეფუძნება, როგორიცაა თავისუფლება, ტოლერანტობა, დემოკრატია და დაუღალავი შრომა. 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელით მსურს გულითადად მოგილოცოთ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე. საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები თავისუფლებისა და თანასწორობის ღრმა სიყვარულს იზიარებს. 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტში ასახულ ამ ორ ფუნდამენტურ ღირებულებას ქართველი ხალხი სათუთად უფრთხილდება. ეს აქტი თანაბრად უზრუნველყოფს პოლიტიკურ უფლებებს თითოეული მოქალაქისთვის მისი ეროვნების, მრწამსის და სოციალური სტატუსისა თუ სქესისა. ჩვენ ვზეიმობთ საქართველოს წინსვლას მის დემოკრატიულ გზაზე. დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, - ამბობს კელი დეგნანი.

"დიდი მადლობა და გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს" - ვიდეო მიმართვა ამერიკის ელჩმა ქართულ ენაზე წარმოთქმული სიტყვებით დაასრულა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი