მოღალატე, ბოლი და ახლა უკვე კოკაინშიკი - "ქართული ოცნება" თავის ყოფილ ლიდერს, რომელსაც ყველა ერთხმად აქებდა და ემორჩილებოდა, ახლა კიდევ ერთ უმძიმეს თვისებაში სდებს ბრალს. შეფასების ავტორი, რა თქმა უნდა, ირაკლი კობახიძეა, რომელმაც არაორაზროვნად მიანიშნა ყოფილი პრემიერის შესაძლო ნარკო მომხმარებლობაზე. მაგრამ ამ ბრალდებით კობახიძეს ხელისუფლებაც ჩიხში შეყავს.
"ქართულ ოცნებაში" ვერაფრით ხსნიან ფაქტს, თუ რატომ ინარჩუნებდა წლების განმავლობაში ქვეყნის უმაღლეს პოსტებს გახარია, თუ ის ნარკო-დამოკიდებული იყო? ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ბრალდებების ეს კასკადი ქართული ოცნებისთვის დამახასიათებელი წინასაარჩევნო შავი პიარის ნაწილია.