პარლამენტი საპარლამენტო უმცირესობის გარეშე - კობახიძის ინიციტივით რეგლამენტში ცვლილებები მზადდება

გამოქვეყნდა:

პარლამენტი საპარლამენტო უმცირესობის გარეშე - საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტში ცვლილებები მზადდება. ცვლილებების ინიციატორი ირაკლი კობახიძეა. 

ცვლილებების მიხედვით, მცირდება კომიტეტების რაოდენობა და იზრდება ფრაქციის შესაქმნელად საჭირო დეპუტატების რაოდენობა. ოპოზიციის შეფასებით, ეს ცვლილებები მიუთითებს, რომ მომავალი არჩევნებისთვის ხელისუფლებამ მზადება დაიწყო.

სასაცილო რამ მოხდა, დილით შემოიტანეს, საღამოს გაიტანეს. ძალიან ბევრი სწორი ინიციატივა იყო, მაგრამ ამის გაკეთება უნდათ მომავალი პარლამენტისთვის. როგორც ჩანს უდროოდ მოეჩვენათ გახარიას მოსვლის დროს. კომიტეტების შემცირება სწორია, მაგრამ თვითონ ყველაფერი გამოიყენებს და მომავალი პარლამენტისთვის არის ეს, - ამბობს გოცირიძე. 

ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ ცვლილებები ცუდი არ არის. დამოუკიდებელი დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის შეფასებით, ამ ცვლილებების ინიცირებისას საპარლამენტო უმრავლესობას მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებდა - რომ ახალი კანონით ოპოზიციას ავნოს.   

ცოტა უკუღმართი ტვინი აქვთ, იმაზე კი არ ფიქრობენ ქვეყანას რა გამოადგება?! ფიქრობენ, ოპოზიციას რა დაუშავდება და იმას კი აღარ ფიქრობენ, რომ შეიძლება ხვალ თვითონ იყვნენ ოპოზიციაში, - ამბობს ჭიჭინაძე. 

კანონპროექტი დღეს დილით შეიტანეს პარლამენტში, თუმცა ავტორებმა უკან გაიწვიეს. მათი განმარტებით, ცვლილებების პროექტი კიდევ უფრო დაიხვეწება. ხვალ კი პარლამენტში ამ ცვლილებების განხილვა ვერ მოხდებოდა, რადგან საკანონმდებლო ორგანოში პრემიერი მიდის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი